View Greengarden.ge in a larger map
თქვენი კალათა
კალათა ცარიელია
 
Image and video hosting by TinyPic

მცენარეთა ზემოქმედება II ნაწილი

 მანგინას კალანჰოე (Kalanchoe mangini) გვიცავს აპათიურობისგან და ძალების გამოლევისგან, ებძვის შიდა უარყოფით ენერგიებს. მწუხარება 7 სასიკვდილო ცოდვათაგან ერთ-ერთია. მისი ენერგია ამძიმებს ატმოსფეროს და კეტავს ბედნიერების არხებს, შანსს არ უტოვებს არანაირ კეთილ წამოწყებას. მანგინას კალანჰოე საშუალებას არ აძლევს სევდის ენერგიას შეერწყას ბინის ატმოსფეროს, იცავს დეპრესიისგან და გვეხმარება დავძლიოთ ნებისმიერი ცხოვრებისეული უსიამოვნება.

კამელია (Camellia japonica) წარმოადგენს სივრცის არაჩვეულებრივ გამწმენდს ნებისმიერი უარყოფითი ენერგიისგან. ის იზიდავს სივრციდან სიმშვიდისა და გაწონასწორებულობის ენერგიას და ადაფტოგენივით მოქმედებს (მივყავართ გაწონასწორებულობისა და ჰარმონიისკენ) . კამელია საიმედო ფარია გარე ჩარევისაგან იმათთვის ვინც ვერ იტანს ფორიაქს და ხმაურს, ვინც ილტვის მშვიდი, გაწონასწორებული ცხოვრებისაკენ.

მონსტერა დელიციოზა (Monstera deliciosa) საჭიროა იქ, სადაც განსაკუთრებული ქაოტურობაა და გარემოებათა გამო ყველაფერი თავდაყირა დგას... მონსტერა ნთქავს არეულობის ვიბრაციებს, ყველა ენერგიას მიმართავს სიმშვიდისა და წონასწორობისაკენ, ის ერთგვარი „კამერტონია“ ენერგიის სივრცეში მყოფთათვის. ის ყველაფერს თავის ადგილს უჩენს ფრთხილად და მოქნილად, შეიძლება ითქვას ნაზადაც კი.

გვიმრა მცენარე „ოქროს კვეთა“, ის იდეალურად გამოდგება გარე სამყაროს (გარემომცველი სივრცის) და ასევე შიდა სამყაროს (თავად ადამიანის ვიბრაციული ველის) ენერგეტიკული ნაკადების ჰარმონიაში მოსაყვანად. არც ერთ სხვა მცენარეს არ შეუძლია ამ ორი ენერგეტიკული ვექტორის გაწონასწორება, აგრეთვე პარანორმალური უნარების გამოვლენის ხელშეწყობა და ადამიანის დაფარული ძალების გაღვივება. გვიმრას ადამიანები კომპრომისამდე მიჰყავს და ატმოსფეროში ზომიერების გძნობას ქმნის.

ოქროსფერი სინდაპსუსი (Sindapsus ) საჭიროა ოჯახში  (ან შენობაში) სადაც „ტყვიისებური“  ატმოსფერო სუფევს, როდესაც ადამიანები ჩაციკლულნი არიან მატერიალურ პრობლემებზე და ყოფით წვრილმანებზე, ამის გამო ატმოსფეროში ვერ აღწევენ შემოქმედებითი ენერგიები, იქმნება ენერგეტიკული ვაკუუმი და ადამიანის ფსიქიკა იცვითება. ასეთივე მდგომარეობაა, როდესაც ოჯახში  (ან შენობაში)  ან მის  მეზობლად არის ადამიანი, რომელმაც არ იცის და არც უნდა ცხოვრებით ტკბობა, რომელიც ყველაფერში უარყოფით მხარეს  ხედავს და მუდმივად წუწუნებს. ცინდაპსუს აქვს თვისება გაწმინდოს სივრცე გამჯდარი უარყოფითი ენერგიებისგან და გარდაქმნას პასიურობის და სიზარმაცის მძიმე ენერგია შემოქმდებით ენერგიად.

მოკაშკაშე (მოელვარე) ეხმია იცავს თქვენს ოჯახს უარყოფითი ენერგიისგან, რომელსაც გამოყოფენ შურიანი და ძუნწი ადამიანები. შური და სიძუნწე არღვევს ჰარმონიას, ენერგეტიკულ სივრცეში აჩენს „ბზარს“, რომლიდანაც სასიცოცხლო ენერგია იჟონება. ასეთ სიტუაციაში საუკეთესო დამცავ საშუალებას, ეხმიას გარდა წარმოადგენს ტრადესკანციაც.

ზოლიან ეხმიას (Aechmea) აქვს ქალივით ნაზი, რბილი და დამამშვიდებელი ხასიათი. ის იცავს სახლში სიმშვიდეს და კეთილგანწყობას და ამავე დროს მოწყენილობას არ აძლევს საშუალებას შეერწყას ატმოსფეროს, წმენდს სივრცეს უარყოფითი ენერგიისგან, აპატიურობისა და დარდისგან. ეხმეა მოუხდებათ იმ ადამიანებს ვინც ხშირადაა მოღუშულ და ნაწყენ მდგომარეობაში, ან იმათ ვისაც ხშირად სტუმრობს ტირილის მოყვარული ხალხი.

ყოჩივარდა(Cyclamen) სასარგებლოა იქონიოთ ისეთ სახლში სადაც ცხოვრობენ ან ხშირად სტუმრობენ ემოციური ადამიანები, რბილი, ცვალებადი, უნებისყოფო ხასიათით, რომლებიც დამოკიდებულნი არიან განწყობაზე ან გარშემომყოფთა შეხედულებებზე. საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობის გამო ჩნდება შიშის ნეგატიური ვიბრაციები, ეს კი შესაძლოა გახდეს მიზეზი ოჯახის წევრების დისკომფორტისა და ავადმყობისა. ყოჩივარდა ათავისუფლებს ჩაკეტილ ენერგიას, შეაქვს ატმოსფეროში შთაგონების  ენერგია და შემოქმედებითი აღმაფრენა, რომელიც ასერიგად აკლიათ უნებისყოფო ადამიანებს. ყოჩივარდების მეშვეობით ადამიანებს ხასიათი უკეთდებათ, უჩნებათ საქმის კეთების სურვილი, ეს მცენარე გულგატეხილობისაგან გვიცავს.

ფუქსია წმენდს სახლს დამდგარი, „დაჭაობებული“ ენერგიისგან, ამყოფებს შენობის ენერგეტიკას ბუნებრივად მოძრავ მდგომარეობაში, უზრუნველყოფს მუდმივად ახალი შემოქმედებითი ენერგიის შემოდენას, შველის თავი დააღწიოთ უსიამოვნებების ჩაკეტილ წრეს.

სენპოლია (უზამბარის ია) (Santpaulia cultivars) დამაწყნარებლად მოქმედებს ოჯახის ატმოსფეროზე, თავის გარშემო ქმნის სიმყუდროვეს  და ნეტარების და სიმშვიდის განცდას ასადგურებს. ეს სიმშვიდე ძილისმომგვრელი არ არის და გაუნძრევლობისა და გაყუჩების სურვილს არ იწვევს, ეს ის მხიარული სიმშვიდეა, რომლის დროსაც ადამიანი არ განიცდის წვრილმანების გამო და შინაგანად დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.. თეთრი იები წმენდენ გარემოს მძიმე ფიქრების, მძიმე ვიბრაციისგან და ბილწი გრძნობებისგან. მათი ქონა კარგია იმ ოჯახებისათვის, სადაც პატარა ბავშვებია, რათა დაიცვან ისინი ნეგატიური ვიბრაციებისგან. ვარდისფერი და წითელი იები იცავენ სივრცეს ჩაკეტილი ენერგიებისაგან და დაძაბულობისგან, რისი მეშვეობითაც ადამიანი ადვილად ავადდება. იები ამსუბუქებენ სახლის ენერგეტიკას.