View Greengarden.ge in a larger map
თქვენი კალათა
კალათა ცარიელია
 
Image and video hosting by TinyPic

აფროდიზაიკები

აფროდიზაიკები

„აფროდიზაიკი“ წარმოსდგება ბერძნული სიტვისგან (Aphrodisiacos) „სასიყვარულო“ - ასე რომ პარალელები სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტასთან ცხადია. გავიხსენოთ თუნდაც, აფროდიტეს პირველი გამოჩენა - ნაპირს მოახლოებული ტალღებიდან, აღფრთოვანებული ღმერთების თვალწინ, გამოჩნდა ულამაზესი ყმაწვილი ქალი, რომლის მკერდზეც ზღვის შხეფები ვარდებად იქცა. ვარდები - აფროდიზაიკებია. ტყუილად კი არ მოჰფენდნენ ახლად დაქორწინებულთა საწოლს ვარდის ფურცლებით, ხოლო ჰარამხანების მკვიდრნი სხეულს ვარდის ზეთით ილბუნებდნენ, რათა მათი რჩეული სულთნის ყურადღება  მიეპყროთ.

მიუხედავად იმისა რომ აფროდიზაიკებმა, თავისი სახელი, ყოვლისმცოდნე  ბერძნებისგან მიიღეს, მათი მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ოქროსდალალებიან აფროდიტეს შესახებ ლეგენდაზე გაცილებით ადრე იყო ცნობილი. არქეოლოგები ადასტურებენ, რომ ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანები იცნობდნენ მცენარეთა დაფარულ ძალას და იყენებდნენ კიდეც მათ. შუმერები, ძველი ეგვიპტის და მესოპოტამიის მცხოვრებლები ასევე ფლობდნენ მცენარეთა გულიდან  დაფარული ბუნებრივი ძალაუფლების ამოღების ხელოვნებას.

ჟასმინი (Jasminum)

„სურნელთა მეუფე“, ჟასმინი უბრალოდ არ შეიძლებოდა რომ აფროდიზაიკი არ ყოფილიყო! ძველ ეგვიპტეში მოდის ამყოლი ქალბატონები ფართოდ იყენებდნენ მას ტანში შესაზელად. ინდოეთში ის ღმერთების ღირსებად ითვლებოდა და მისი ტოტებისგან დაწნული გვირგვინებით ტაძრებსა და ქანდაკებებს რთავდნენ. ჟასმინის არომატით სუნთქავდა ვნებით გაჟღენთილი ჰაერი აღმოსავლეთის ჰარამხანებში, ჩინელი ლამაზმანები კი, შეყვარებულებს, ჟასმინის თოვლივით თეთრი, გამხმარი ყვავილების ჩაის უმზადებნენ.

ევროპაში მოხვედრის შემდეგ ჟასმინი პარკებისა და ბაღების გაშენებისთვის უსაყვარლეს მასალად იქცა. ჟასმინის სურნელოვანმა ბარდებმა მალევე მოიპოვეს რომანტიკული შეხვედრებისათვის განკუთვნილი ყველაზე პოპულარული ადგილის სახელი. უბრალო ქალებსა და წარჩინებულ ქალბატონებს ერთნაირად ადვილად ახვევდა თავბრუს საყვარელი მამაკაცის ალერსიანის ისტყვები, რომელთა მოქმედება, თოვლივთ ქათქათა ყვავილების გავლენით კიდევ უფრო ძლიერდებოდა. ჩვენს დროში, ბუნების მიერ ნაბოძები ცდუნების ეს საშუალება კვლავაც მოქმედებს. ჟასმინის ნოტი შეიგრძნობა „შანელ 5“-ის არომატის შლეიფში, რომელიც მერლინ მონროს თუ დავემოწმებით ერთადერთი ტანისამოსი გახლდათ რომელსაც ის იცვამდა საძინებელ ოთახში შესვლის წინ.

სპეციალისტები ამტკიცებენ რომ ჯასმინის ეთერზეთები ძლიერ ანტიდეპრესანტებს წარმოადგენენ, ისინი საკუთარი თავისადმი რწმენის გაძლიერებას უწყობენ ხელს და ახლობლების გაბედნიერების სურვილს ჰბადებენ, ვნებებს აღვიძებენ. ჟასმინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას, აცხრობს სქესობრივი ორგანოების ანთებებს და ხსნის ფრიგიდულობას. მზის ამოსვლამდე მოკრეფილი ჟასმინის ყვავილებისგან დამზადებული ზეთის მასაჟი შეყვარებულებს ურთიერთთგაგებაში და ინტიმურ ცხოვრებაში ჰარმონიის შეტანაში ეხმარება.

დედოფლის ყვავილი (nasturcium)

განსაცვიფრებელი მცენარეა, რომელიც თავის თავში აერთიანებს მასტიმულირებელი და პირდაპირი მოქმედების აფროდიზაიკების თვისებებს. ის ლამაზი ყვავილია, რომელიც ესთეტიურ სიამოვნებას გვრის და ვნების არომატით ავსებს ატმოსფეროს. ამასთან ცხარე გემოს მქონე ახალგაზრდა მცენარის კოკრები ღერო და ფოთლები  ვიტამინური სალათების სასარგებლო ელემენტიცაა. დედოფლის ყვავილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მიკროელემენტთა მთელი საცავია, ხოლო მასში შემავალი ეთერზეთები ორგანიზმზე ზემოქმედებენ და სექსუალურ ენერგიას „ახურებენ“. ტყუილად კი არ აიღო სახელგანთქმული მოდელიერის იუბერ დე ჟივანშის საყვარელმა მოდელმა და 50-იანი  წლების პოპულარულმა მსახიობმა ჟერმენ ლეფევმა, რომელიც თავისი სექსაპილურობით იყო განთქმული, ფსევდონიმი „კაპუცინი“(ასე ეწოდება, ფრანგულ ენაზე, დედოფლის ყვავილის ერთ-ერთ სახეობას, რომელიც ლათინურ ამერიკის ქვეყნებში აღიარებული აფროდიზაიკის რეპუტაციით სარგებლობს).

ზამბახი (Iris)

ძველთაგანვე ცნობილია,რომ ზამბახი, მაცდურობის და ტკბილი დაპირებების ყვავილი - მეგზურია სიყვარულის სამეფოსაკენ. ზამბახის ფხვნილად ქცეული ფესვი ოდითგანვე აფროდიზაიკად ითვლებოდა, რომელიც ქალსა და კაცს  ერთნაირად უმძაფრებდა მგძნობელობას. ზამბახი ერთგვარი სატყუარას როლს თამაშობს, ჯერ მოხიბლავს მერე კი მისი ჯადოდან თავის დაღწევა შეუძლებელი ხდება. სწორედ ამიტომ შედიოდა ზამბახი მოსაჯადოებელი ბანგების სიაში, ჩვენს დროში კი ის „გულის ნოტია“ და გამოიყენება უდიდესი პარფიუმერიის სახლის - შანელის ბევრ სუნამოში (Chance, Allure Chance).

გერანი (Pelargonium)

აფროდიზაიკებს გერანიც მიეკუთვნება. გავიხსენოთ, რა აქტიურები იყვნენ ჩვენი დიდედები - ყველაფერს ასწრებდნენ: სადილის მომზადებას, თეთრეულის გარეცხვას, ზღაპრის წაკითხვას! იმიტომ ხომ არა, რომ სამზარეულოში, ჩვენი ბებიების საყვარელი მცენარე სწორედ გერანი იყო? არა, არა სულაც არ არის საჭირო სიტყვა „სექსი“ ჩვენი საყვარელი ბებიებთან მიმართებაში გამოვიყენოთ, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ: გერანის ეთერზეთები „40 წელს გადაცილებული“ ქალების ჯანმრთელობას და აქტიურობას უწყობს ხელს. იგი აწესრიგებს ქალის სულიერ განწყობილებას და ცხოვრებისადმი ინტერესის  სტიმულირებას ახდენს (მისი ნებისმიერი გამოვლინების თვალსაზრისით). არატრადიციულ მედიცინაში გერანის ზეთი გამოიყენება შაკიკის და თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმის მკურნალობისას, კლიმაქსისა და ჰორმონალური დარღვევების დროს. თუმცა გერანის ეთერზეთები არანაკლებ სასიკეთოა მამაკაცის ორგანიზმისათვის: სწრაფად ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს განწყობას, ახდენს  სექსუალურ სტიმულირებას.

ბეგქონდარა (Thymus sp. Div.)

ვინ იფიქრებდა რომ ეს შეუმჩნეველი, მაგრამ დასამახსოვრებელი სურნელის მქონე მცენარე აფროდიზაიკთა რიგს განეკუთვნება?! არადა სწორედ ბეგქონდარა შედის იმ ნაყენთა სიაში, რომელსაც გოგონები ძველად თმაზე იპკურებდნენ ქორწილის წინ. გამხმარი ბეგქონდარას კონებს კი სოფლად ბალიშის ქვეშ უდებდნენ ახლადაქორწინებულებს - აქაოდა „გათვალვისგან’ დასაფარად. უცნობია იცავდა თუ არა ბეგქონდარა გათვალვისგან, მაგრამ სასიყვარულო საქმეებში შესანიშნავი დამხმარე იყო. ეს არცაა გასაკვირი,: ბეგქონდარა კარგი სტიმულატორია - ის იწვევს სასიყვარულო სურვილს ქალებში, ათავისუფლებს ფრიგიდულობისაგან და ინტიმური კავშირის შიშისგან. მამაკაცებს ურჩევენ რეგულარულად მიიღონ ბეგქონდარა, ის თანამედროვე საშუალებებზე უკეთ ეხმარება მათ სქესობრივი უძლურების დაძლევაში. ბეგქონდარასგან ჯადოსნური წამლის მომზადება საშინაო პირობებშიც შეიძლება. ამისათვის საჭიროა 10 გრ. დაფხვნილი ბალახი აურიოთ წყალსა და  თაფლში და დღეში სამჯერ დალიოთ.

კრაზანა (Hypericum)

ძველად კრაზანას ხშირად მიაწერდნენ უნარს, რომლის მეშვეობითაც ის მამაკაცს „მხეცად“ აქცევდა (იმ გაგებით, რომლითაც ვნება აშლილი ქალები კაცებს „ჩემო მხეცოო“ ეუბნებიან). კრაზანას შეუძლია დაამარცხოს ყბადარებული „მენეჯერის სინდრომი“, რომელმაც ჩვენს დროში ამდენი ქალი გააუბედურა. თანამედროვე საქმიანმა ადამიანებმა მაგალითი უნდა აიღონ მათი წინაპარი კოლეგებისაგან: შორეული მოგზაურობიდან (რომელიც ყოველთვის წარმატებული არ იყო ხოლმე) დაბრუნებული ვაჭრები, მეუღლეებთან სარეცელის გაზიარებამდე ბალახების ჩაის მიირთმევდნენ, ამ ბალახებში კი კრაზანა აუცილებლად შედიოდა. კრაზანას ნაყენი მშვენიერი საშუალებაა მათთვის ვინც კაეშანს შეუპყრია - ნაყენს ოდითგანვე იყენებდნენ დეპრესიის სამკურნალოდ. ის აუმჯობესებს გუნებ-განწყობას, აქრობს დაღლილობას, შფოთს.  როგორც გამოკვლევებმა აჩვენა კრაზანას ჩაი სასარგებლოა 40-ს გადაცილებული ქალებისთვისაც, ის სექსისადმი ინტერესს უბრუნებს მათ, გაღიზიანებულობას ხსნის და კვლავ ახალგაზრდად აგრძნობინებს თავს.

ნიახური (Apium graveolens L.)

ვის არ უნახავს ეს მცენარე ბოსტანში, მორთული სადა, თეთრი ქოლგებად შეკრული ყვავილებით? ზახულობით სალათაში და წვნიანში ვიყენებთ, ზამთრობით - წნილებში. არადა ეს მორიდებული ნიახური, მეცნიერების მტკიცებით ტრისტანის და იზოლდას „სასიყვარულო სასმელის’  მთავარი კომპონენტი გახლდათ. სწორედ ის ეხმარებოდა მარკიზა პომპადურს შეენარჩუნებინა ლუდოვიკო  XV -ის მთავარი ფავორიტის „პოსტი“, არადა მას  ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც „ყინულის ქანდაკებას“. ნიახური მუდმივად შედიოდა ლეგენდარული ჟაკომო კაზანოვას რაციონში, რომელიც იმდენად დიდი პოპულარობთ სარგებლობდა ქალებში, რომ იძულებული იყო „დოპინგი“ - აფროდიზაიკი მიეღო. ჩვენს დროში ნიახურს „ალფონსების ყვავილს“ უწოდებენ. ისინი, ვინც „სასიყვარულო თამაშები“ პროფესიად აქცია, ხშირად „ნიახურის“ დიეტას იცავენ. ნიახური კი ზედმიწევნით ამართლებს „შეყვარებულების საუკეთესო მეგობრის“ სახელს. ეს მცენარე ტონუსივით მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამაგრებს იმუნიტეტს, უწყობს ხელს სასქესო ჰორმონების გამოყოფას და სწრაფად ახდენს ძალების აღდგენას.

ვერბენა ( Verbena)

ვერბენაც აფროდიზაიკებს განეკუთვნება. ტყუილად კი არ ეძახდნენ მას ძველი რომაელბი „ვენერას ძარღვს“. ვერბენასაგან დაწნული გვირგვინი ბედნიერი, სიყვარულით სავსე ქორწინების სიმბოლო იყო. შუა საუკუნეებში კი სჯეროდათ, რომ საკმარისია ვერბენას წვენით დაიზილო ხელისგული, შეეხო შენი სიყვარულის ობიექტს და ისიც მაშინვე მოიხიბლება შენით. ჩვენს დროში ვერბენა ხშირად ხდება ყველაზე დახვეწილი სუნამოს  „გულის ნოტი“, მამაკაცების სუნამოებისთვისაც კი, მაგალითად  კაცებისათვის დამზადებული სუნამოში „green lrish Tweed“ იგი ზამბახთან დუეტშია, ხოლო გასული წლების სენსაციის, Calvin Klein-ის „CK One Summer 2006“-ის  -  ერწყმის ლიმონს და ცისფერ ფრეზიას. როგორც კლევებმა აჩვენეს, ვერბენა შემთხვევით არ მოხვდა აფროდიზაიკების რიცხვში, ის ითვლება ასკორბინის მჟავას მშვენიერ წყაროდ, აქვს მატონიზირებელი ზემოქმედების უნარი, კურნავს აპათიისგან, ცხოვრების ინტერესს უბრუნებს ადამიანს, ეხმარება გადამეტებული სიმორცხვის დაძლევაში, აძლიერებს პოტენციას.

როზმარინი (Rozmarinus)

„აი როზმარინი, მოსაგონებლად; გთხოვთ, საყვარელო, გახსოვდეთ . . .“ გასაკვირი არაა,რომ მშვენიერი ოფელია როზმარინს მეხსირების ყვავილს უწოდებდა - ამ ყვავილის სურნელი დაუვიწყარია, ის სულში აღწევს და გხიბლავთ. ჰეროდიტეს აზრით როზმარინის სურნელი „გულს ამშვიდებს და ამხიარულებს“. ეს მცენარე, მკვეთრად გამოხატული მატონიზირებელი თვისებებით აუმჯობესებს გულის მუშაობას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ჰიპოტონიკებს უწევს არტერიალურ წნევას.

სალბი (Salvia)

გასაოცარი მცენარეა, რომელსაც ძველი ბერძნები პანაცეად თვლიდნენ ყოველგვარი დაავადების წინააღმდეგ. ხოტბასაც კი ასხავდნენ ლექსებში, ეგვიპტელები კი მას ქალის უშვილობის სამკურნალოდ იყენებდნენ. ისტორიაში შევიდა პოტენციის ასაწევი შემდეგი რეცეპტი: შალფეის ფხვნილად ქცეული თესლები უნდა აურიოთ ღვინოში, დალიოთ და  დატკბეთ ცხოვრებით. სინამდვილეში შალფეის ნაყენი ეხმარება ნერვული სისტემის გამაგრებას, მეტაბოლიზმს და წევს სქესობრივ აქტივობას. ჩაი შალფეით, რომელიც ასე უყვარს ხალხს, შენელებული მოქმედების ერთგვარი ბომბია, რომელსაც შეუძლია გააქტიუროს ვნების მექანიზმი.

ლავანდა (Lavandula)

ჯერ კიდევ ჩვენი შორეული წინაპრები აღნიშნავდნენ, რომ ლავანდას გარდა მკვეთრად გამოხატული დეზოდორული თვისებებისა შეუძლია მგძნობიარობის სტიმულირება. მისი არომატი ხსნის დაძაბულობას, კომპლექსებს. ლავანდის ეთერული ზეთები ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, მათ მკვეთრად გამოხატული ანტისპაზმური და სედატიური თვისებები გააჩნიათ. ძველად ითვლებოდა რომ, ლავანდის სანთლების გამოყენება ქალებში უშვილობას არჩენს...ეს საღ აზრს მოკლებული არაა, რამეთუ ლავანდა ხელს უწყობს ქსოვილის რეგენერაციას, ხსნის ანთებით პროცესებს და ქალს სქესობრივი კავშირის სურვილს უბრუნებს.

განაგრძე