View Greengarden.ge in a larger map
თქვენი კალათა
კალათა ცარიელია
 
Image and video hosting by TinyPic

სამკურნალო მცენარეები, I ნაწილი

ბაღის პიტნა  (Mentha piperita )

გამოიყენება: მოყვავილე მცენარე.

მოქმედება : შებერილობის საწინააღმდეგ, კუნთების დაჭიმულობის მომხსნელი, ოფლმდენი, ღებინებ საწინააღმდეგო, ნერვების დამამშვიდებელი, ანტისეპტიკური, ანალგეტიკური, შემკრავი, შარდმდენი, შეგუბების საწინააღმდეგო, მატონიზირებელი.

პიტნის ნაყენის მიღების შემდეგ უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა; პიტნა სხეულს აძლიერებს და ავსებს ენერგიით, მოქმედებს როგორც ოფლმდენი. მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ართრიტის, ნევრალგიის, იშიაზის და სხვა მსგავსი  დაავადებების ტკივილების დროს. შველის მესტრუალურ ტკივილებს, ასთმას და უძილობას. საჭმლის მონელებელ სისტემას იცავს გაღიზიანებისა და ინფექციებისაგან. მისი წვენი წმენდს ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, ხელს უშლის ნაღვლის კენჭის წარმოშობას. პიტნა კარგ შედეგს იძლევა სოკოსა და ვირუსების მკურნალობისას. იგი ასევე შველის კანის დაავადებებს.

ქრიზანთემა (Chrysanthemum indicum)

 

გამოიყენებაყლორტები, ფოთლები.

მოქმედება: ოფლმდენი დამამშვიდებელი, მომადუნებელი, საშვილოსნოს კუნთების მასტიმულირებელი, ანთების შემაფერხებელი, ანტისეპტიკური, საჭმლის მონელების ხელშემწყობი.

ქრიზანთემას წარმატებით იყენებენ თავის ტკივილის და, განსაკუთრებით, შაკიკის დროს. კლინიკური გამოკვლევეით დადგინდა, რომ ქრიზანთემის მიღებამ შაკიკით დაავადებულ ავადმყოფთა 70%- გაუუმჯობეს მდგომარეობა, 33%- კი შაკიკის შეტევები აღარ გაუმეორდათ. ნედლი ფოთოლი შეგიძლიათ პურთან ერთად ჭამოთ ყოველდღე, უპუროდ ქრიზანთემას ჭამა არ შეიძლება - პირში წყლულები ჩნდება.

ქრიზანთემა მწარეა, მისი მიღება აძლიერებს მადას და საჭმლის მონელებას; სასარგებლოა ღვიძლისთვის, ხსნის გაღიზიანებულობას, ამშვიდებს ნერვებს. მის ცხელ ნაყენი არის სიცხის დამწევი საშუალება. იგი ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ბარამბო (Melissa)

გამოიყენება: ნახევრად გაშლილი ყვავილები.

მოქმედებავირუსების დამთრგუნველი, შეგუბების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, შებერილობის საწინააღმდეგო, ჭვლების დამაყუჩებელი, ოფლმდენი, წნევის დამწევი, მატონიზირებელი.

ბარამბო ამცირებს გაღიზიანებულობას და დეპრესიას. იგი იხმარება მშობიარის დასამშვიდებლად, საშვილოსნოს ტონუსის ასამაღლებლად; მშობიარობის შემდეგ ამცირებს დეპრესიას.

ბარამბოს ნაყენი აყუჩებს თირკმელებისა და საშარდ გზების ტკივილებსგანსაკუთრებით ჭვლებს. შველის თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ხსნის ყურებში ხმაურს. ბარამბო ცაცხვის ფოთოლთან ერთად მცირებს სისხლის წნევას.

 

ბარამბოს ცხელი ნაყენი ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალებაა. ბავშვებში გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ალერგიის და სიცხისმიერი გამონაყარის დროს.