აგროპერლიტი
აგროპერლიტი არის ვულკანური წარმოშობის ქანი, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით არის აფუებული. ამ ბუნებრივი მასალის შემადგენლობაში შედის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც აუმჯობესებენ ნიადაგის თვისებებს: SiO2 (70-50 %), AI2O3 (12-14 %), К2О (3-5 %), Na2O (3-5 %), Fe2O3 (1 %-მდე), MgO (1 %-მდე), CaO (2 %-მდე).
თავისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, პერლიტი, ისევე როგორც ნებისმიერი მინა, ინერტულია, ქიმიურად და ბიოლოგიურად მდგრადი. აფუებულ პერლიტს აქვს წყლის შთანთქმის ძალიან კარგი უნარი, იგი იწოვს თავის მასაზე 4-ჯერ უფრო მეტ წყალს.
რისთვის იყენებენ აგროპერლიტს? მცენარეს ნორმალური ზრდისათვის სჭირდება ჰაერი, წყალი, სტაბილური ტემპერატურული რეჯიმი, საკვები ნივთიერებები, სარეველა მცენარეებისგან დაცვა.
ჰაერი. ჟანგბადის 98% პროცენტს მცენარე იღებს ფესვებიდან. ნიადაგი, რომელიც განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას, აფერხებს მცენარის სუნთქვას; ამგვარ ნიადაგში ფესვები ცუდად ვითარდება. აფუებული პერლიტის შეტანა ნიადაგს ფხვიერს და ჰაერგამტარს ხდის.
წყალი. ნიადაგი კარგად უნდა ითვისებდეს წყალს და აწვდიდეს მას მცენარის ფესვებს. ამასთანვე, სასურველია, რომ მორწყვა ხდებოდეს შედარებით იშვიათად.