View Greengarden.ge in a larger map
თქვენი კალათა
კალათა ცარიელია
 
Image and video hosting by TinyPic

მებაღის კალენდარი

22, 23 ნოემბერი (სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი) -ზამთრის სათბურსა და ფანჯრის რაფაზე შესაძლებელია მწვანილეულის დათესვა; ხახვის, მანგოლდის, მჟაუნას, სხვადასხვა ძირხვენების (ნიახურის, ოხრახუშის, ჭარხლის და სხვ.) გამოზრდა ვიტამინებით მდიდარი მწვანილის მისაღებად.თუ ამინდი და ნიადაგი ამის საშუალებას იძლევა, ტარდება სუნელ-სანელებლების, რევანდის, მჟაუნას, სატაცურის, ხახვის სხვადასხვა სახეობების, პეკინის კომბოსტოს, ყინვაგამძლე ძირხვენების (სტაფილო, ძირთეთრა, ძირხვენა ოხრახუში და სხვ.) საშემოდგომო თესვა.მრავალწლოვნებისა და ყინვაგამძლე ერთწლოვნების ძნელად გაღივებადი თესლის საშემოდგომო თესვა; იმ ხე-მცენარეების სათესლე მასალის საშემოდგომო თესვა, რომლებსაც ხანგრძლივი ბუნებრივი სტრატიფიკაცი სჭირდება.ხე-მცენარეების კალმების დამზადება მყნობისათვის. ზამთრისთვის მზადება: კომბოსტოს დამარილება, დამწნილება.

 24, 25 ნოემბერი (პარასკევი, შაბათი) – ტარდება: ოთახის მცენარეების მომზადება გამოზამთრებისთვის.ქოთნებში გამოსაზრდელი მცენარეების მოვლა.მცენარეთა მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლა, მათ შორის მცენარეთა დაცვა მღრღნელებისაგან.ზაფხულში და შემოდგომით შეგროვებული თესლის გარჩევა; თესლის გაშრობა და დაფასოვება.თუ ამინდი და ნიადაგი ამის საშუალებას იძლევა, ხდება საბაღე მიწისა და სუბსტრატის ელემენტების მომზადება ჩითილების გამოსაყვანად და ოთახის მცენარეების გადასარგავად. ხეების შტამბების შეთეთრება. ფოჩისა და ჩამოცვენილი ფოთლების დაკომპოსტება, კომპოსტის გროვის მოწყობა.ვარჯების შეკვრა, რათა არ ჩამოტყდნენ თოვლისგან, და წიწვოვანი მცენარეების დაცვა გაზაფხულის მზით გამოწვეული დამწვრობისაგან.დაღუპული, დაავადებული და არაპერსპექტიული ხეებისა და ბუჩქების ბაღიდან გატანა.თუ ითოვებს - თოვლის დატკეპნა ხეების შტამბების გარშემო პერიმეტრზე;  ბილიკებიდან თოვლის დაყრა ბოლქვიანი კულტურების ნარგავებზე და ზამთრის წინ გადაწვენილ სითბოსმოყვარულ მცენარეებზე. სტაბილური აცივების შემთხვევაში ხდება სითბოს მოყვარული საბაღე მცენარეების (ვაზის, ვარდების, დეკას, ჰორტენზიების და სხვ.) და მრავალწლოვნების შეფუთვა გამოსაზამთრებლად. ფრინველების საკვებურების დამზადება და დაკიდება.

- 26, 27, 28 ნოემბერი (კვირა, ორშაბათი, სამშაბათი)-ტარდება: აქტიურად განვითარებადი, მოყვავილე და ყვავილობისთვის მომზადებული ოთახისა და ორანჟერეის იმ მცენარეების მინერალური სასუქით დამატებითი გამოკვება, რომლებსაც ეს სჭირდება. ოთახის მცენარეების დარგვა და სხვა ქოთნებში გადატანა. ზამთრის სათბურსა და ფანჯრის რაფაზე: მწვანილისა და ბოსტნეულის (კიტრი, ტომატი, წიწაკა, ბადრიჯანი) თესვა; ხახვის, მჟაუნას, მანგოლდის, სხვადასხვა ძირხვენების (ნიახური, ოხრახუში, ჭარხალი და სხვ.) გამოზრდა ვიტამინებით მდიდარი მწვანილის მისაღებად.მწვანილეული კულტურების სათესლე მასალის თესვა ვიტამინებით მდიდარი ღივების (მიკრომწვანილის) მისაღებად. თუ ამინდი და ნიადაგი ამის საშუალებას იძლევა, ტარდება სუნელ-სანელებლების, რევანდის, მჟაუნას, სატაცურის, ხახვის სხვადასხვა სახეობების, პეკინის კომბოსტოს, ყინვაგამძლე ძირხვენების (სტაფილო, ძირთეთრა, ოხრახუში და სხვ.) საშემოდგომო თესვა. მრავალწლოვნებისა და ყინვაგამძლე ერთწლოვნების ძნელად გაღივებადი თესლის საშემოდგომო თესვა; იმ ხე-მცენარეების სათესლე მასალის საშემოდგომო თესვა, რომლებსაც ხანგრძლივი ბუნებრივი სტრატიფიკაცია სჭირდება.სიდერატების საშემოდგომო თესვა ბაღის გამოთავისუფლებულ ადგილებში.ხე-მცენარეების კალმების დამზადება მყნობისათვის. სტაბილური აცივების შემთხვევაში ხდება სითბოს მოყვარული საბაღე მცენარეების (ვაზის, ვარდების, დეკას, ჰორტენზიების და სხვ.) და მრავალწლოვნების შეფუთვა გამოსაზამთრებლად. ზამთრისთვის მზადება: კომბოსტოსა და სხვა ბოსტნეულის  დამარილება-დამწნილება, ღვინის, ძმრის დამზადება.

წარმატებებს გისურვებთ!