View Greengarden.ge in a larger map
თქვენი კალათა
კალათა ცარიელია
 
Image and video hosting by TinyPic

სამკურნალო მცენარეები III ნაწილი

ვარდის სხვადასხვა სახეობები

გამოიყენება : კვირტები, ფოთლები, ყვავილები.

მოქმედება: დამამშვიდებელი, ვიტამინებით მდიდარი და შარდმდენი, შემკრავი გამაგრილებელი, განმშხამავი, შეგუბების საწინააღმდეგო.

სასიამოვნო სუნის მქონე ვარდის სამკურნალო ძალას მრავალი გამოყენება აქვს. ფოთლებს და ყვავილებს გამაგრილებელი მოქმედება აქვთ და  ჩაის სახით შეიძლება მიცემა სიცხის დროს; ათავისუფლებს ორგანიზმს შხამიანი ნივთიერებებისგან და სიცხისგან, რაც გამონაყარს და ანტებებს იწვევს. ვარდი აძლიერებს იმუნურ სისტემას; შველის ყელის ტკივილს, სურდოს, სასუნთქი გზების დაცობას. ვარდის ან ასკილის ყვავილის ფურცლებით დამზადებული ნაყენი ან სიროფი ხელს უწყობს ფილტვების ინფექციებთან ბრძოლას. ვარდი აგრეთვე ებრძვის მომნელებელი ტრაქტის ინფექციებს და აღადგენს ნაწლავის ნორმალურ ბაქტერიულ ფლორას. ვარდის ყვავილებს და თესლებს შარდმდენი თვისება აქვთ, სითხის შეგუბების დროს შველის და აჩქარებს შლაკების გამოყოფას თირკმელების მეშვეობით. ვარდის ფურცლები ხსნის შეგუბებით მოვლენებს გამრავლების აპარატში. აყუჩებენ საშვილოსნოსმიერ ჩივილებს ტკივილების და ძლიერი მენსტრუალური სისხლდენის დროს. აგრეთვე არეგულირებენ დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს უნაყოფობის დროს, აძლიერებენ ლიბიდოს.

ვარდის ფოთლების ჩაი ინიშნება როგორც ღვიძლის სამკურნალო საშუალება, აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, ასტიმულირებს და წმენდს ღვიძლს და ამცრებს ღვიძლის ფუნქციის მოდუნებით გამოწეულ თავის ტკივილებს და ყაბზობას.

ვარდის ნაყოფი და ყვავილი აუმჯობესებენ გუნება-განწყობას, აძლიერებენ ნერვულ სისტემას, აწესრიგებენ ძილს, ეხმარებიან ადამიანებს დეპრესიის დაძლევაში, დევნიან დაღლილობას და გაღიზიანებას.  

როზმარინი- Rosmarinus officinalis

გამოიყენება : კვირტები.

მოქმედება:  შარდმდენი, ანტისეპტიკური,  გამაახალგაზრდავებელი, ანტიოქსიდანტი, შლაკების გამომყვანი, შეკრულობის მომხსნელი, დაძაბულობის მომხსნელი, ანტიდეპრესანტი.

როზმარინის შემცველ ეთეროვან ზეთებს აქვს ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და სოკოს მომსპობი თვისებები. მათი გამოყენებით  ძლიერდება იმუნოსისტემა. უმჯობესდება კანის გამომყოფი ფუნქცია, გამოიყოფა ოფლი და დაბლა იწევს ტემპერატურა. როზმარინის ზეთი ეფექტურია ასთმის დროს ბრონქოსპაზმების მოსახსნელად.

როზმარინი არის შესანიშნავი მატონიზირებელი საშუალება გულის და ნერვული სისტემისთვის; გამოიყენება შიშის, დაძაბულობის, დეპრესიის და უძილობის დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა მოხუცებულთათვის  თავის ტკივილის დროს. ამაღლებს სიცოცხლისუნარიანობას, არეგულირებს საჭმლის მონელებას, ამცირებს მუცლის ღრუში გაზების დაგროვებას ხელს უწყობს საკვების ნარჩენებისა და შლაკების გამოყოფას, აუმჯობესებს საკვების მონელებას. მისი მწარე ნივტიერებები არეგულირებენ ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტის მოქმედებას და ცხიმდაგროვებას.

როზმარინი არის გამაახალგაზრდავებელი საშუალება, უფრო ზუსტად ამუხრუჭებს მოხუცებულობის პროცესს.

როზმარინი ანტიოქსიდანტური  საშუალებაა და ხელს უშლის ტკივილის წარმოშობას.

სალბი - Salvia officinalis

გამოიყენება : ფოთლები

მოქმედება:   ანტისეპტიკური, შემკრავი, მონელების მომწესრიგებელი, ესტროგენების შემცველი, ანტიოქსიდანტი, ნერვების მატონიზირებელი, ტკივილის გამაყუჩებელი, მწარე აღმგზნები.

სალბი ანტიკური დროიდანაა  ცნობილი.  ძლიერი ანტისეპტიკია, ამიტომ იხმარება გაციების, სიცხის, ყელის ტკივილისა და  საერთოდ ზემო სასუნთქი გზების ინფექციების დროს.  იგი ეფექტურია ნუშისებრი ჯირკვლები ანთების, ბრონქიტის, ასთმის, კატარის, ცხვირის ღრუს ანთების დროს. სალბი ამაგრებს იმუნოსოსტემას და შველის ინფექციების თავიდან აცლებას.  სალბი ასტიმულირებს მონელებას, ხელს უწყობს სეკრეციას,  აწყნარებს ნაღვლის ბუშტს, კუჭს, აყუჩებს ჩხვლეტებს,  ყურყურს, გულისრევას, კუჭის აშლას,  კუჭ-ნაწლავის ანთებას.

სალბი მატებს ძალას და ზრდის სიცოცხლისუნარიანობას, მატონიზირებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. იგი ესტროგენების შემცველია და ამიტომ კარგია მისი გამოყენება კლიმაქსის დროს წამოხურების შეთხვევაში.

სალბი მატონიზირებელი საშუალებაა, ანელებს დაბერების პროცესს და ამცრებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ მოქმედებას.

ლავანდი - Lavandula spica

გამოიყენება : ყვავილები.

მოქმედება: დამამშვიდებელი, ანტიდეპრესანტი, ანტისეპტიკური, შარდმდენი, ლორწოს გამომდენი, ოფლმდენი, შხამების გამაუვნებელი, ტკივილგამაყუჩებელი.

ლავანდი ათასწლეულების მანძილზე გამოიყენებოდა. იგი სურნელოვანი სამკურნალო მცენარეა. მისი ნაყენით, ტინქტურით ან ზეთით ინჰალაცია სხეულს და სულს ამშვიდებს. გამოიყენება შიშის, ნევროზების და სტრესით გამოწვეული თავის ტკივილის, შაკიკის, გულის აჩქარების, უძილობის დროს. ლავანდი აუმჯობესებს განწყობილებას, ამცირებს დეპრესიას და ქმნის წონასწორობას.

ლავანდის განმძაბავი მოქმედება ვრცელდება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ამცირებს ყურყურს, გულისრევას, ხელს უწყობს მადის აღძვრას.

ლავანდის ეთერზეთები ებრძვიან დიფტერიის და ტიფის გამომწვევ ბაქტერიებს, სტრეპტოკოკბებს, პნევმოკოკებს. მისი ნაყენი უნდა იხმაროთ გაიცების, ხველების, ასთმის, ბრონქიტის, ფილტვების ანეთების, გრიპის, ნუშისებრი ჯირკვალის და ხორხის ანთების დროს.

ლავანდის ჩაი ხელს უწყობს ორგანიზმის შხამებისგან გათავისუფლებას.  იგი სადეზინფექციო საშუალებაა ჭრილობისთვის. წარმატებით გამოიყენება ეგზემის, აკნეს, ვენების ანთების და დამწვრობის დროს.