View Greengarden.ge in a larger map
თქვენი კალათა
კალათა ცარიელია
 
Image and video hosting by TinyPic

სამკურნალო მცენარეები I I ნაწილი

ბეგქონდარა - Thymus tiflisiensis

გამოიყენება- ფოთლები და ყვავილები.

ბეგქონდარა ცნობილია როგორც გარეგანი, ისე შინაგანი მოქმედების ანტისეპტიკი. ის მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნოსისტემას ბაქტერიებისთვის, ვირუსების და სოკოვანი ინფექციების მიმართ, შველის გაცივებას, ხველას, გრიპს, - ინფექციებს, ცისტიტს, კვერცხსავალის ანთებას; შველის ასთმურ და შეტევით ხველას. იგი კარგად მოქმედებს მომნელებელი ტრაქტის მუშაობაზე. შველის კუჭის აშლას, იცავს  ნაწლავთა ბაქტერიულ ფლორას; არის ღვიძლის ფუნქციის გამაუმჯობესებელი საშუალება. ინიშნება უმადობის, ანემიის, კანისა და ნაღვლის ბუშტის ჩივილების დროს. ბეგქონდარას სურნელოვანი გემო და გამათბობელი თვისებები აქვს. აძლიერებს რა სისხლის მიმოქცევას, სხეულს იცავს გაცივებისგან და ძილად მივარდნისგან.  კარგ შედეგს იძლევა სულიერი და ფიზიკური გამოფიტვის დროს. შიშისა და უძილობის მოსახსნელად. დეპრესიის სამკურნალოდ და განწყობილების  გასაუმჯობესებლად. შარდის გამტარებელი სისტემის ინფექციების დროს მისი ხმარება აუცილებელია. აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს და კურნავს გამრავლების აპარატში ინფექციებს. შედეგს იძლევა რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის მკურნალობისას.

გულყვითელა - Calendula officinalis

გამოიყენება- ყვავილი.

გულყვითელას აქვს ანტისეპტიკური და სისხლდენის სემაცერებელი თვისებები; ამაღლებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ორგანიზმის ინფექციების საწინააღმდეგო ბრძოლაში. იგი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ. განსაკუთრებით მუცლისა და ნაწლავთა ინფექციების,  ინფექციური ჰეპატიტის დროს.  გულყვითელას ცხელი ნაყენი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას. ხელს უწყობს სხეულიდან შხამების გამოდევნას, სპობს გამონაყარს, მაგალითად ჩუტყვავილას დროს. იგი არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და ხსნის მენსტრუალურ ტკივილებს.

გულყვითელა გამოიყენება კლიმაქსის დროს  ჭარბი სისხლდენისას, ასევე სიმსივნეების სამკურნალოდ. მშობიარობის დროს იწვევს ჭინთვას და ხელს უწყობს პლაცენტის გამოდევნას. გულყვითელა კარგ შედეგს იძლევა გასტრიტების და კუჭის წყლულის მკურნალობისას, ასევე კუჭის ლორწოვანი გარსის და ნაწლავების ანთებების დროს. იგი ამცირებს ფაღარათსა და სისხლდენას. გულყვითელას იყენებენ წყლულებისა და ჭრილობების მოსაშუშებლად. 

გინკო - Ginkgo biloba

გამოიყენება- ფოთლები და ყვავილები.

მოქმედება :  ფოთლები - აღმზნები,ნერვების დამამშვიდებელი საშუალება, შემკრავი, ოფლმდენი.  თესლი - შემკრავი, სოკოს მომსპობი, ანტიბაქტერიული.

გინკოს ფოთლები ანელებენ დაბერების პროცესს, აწესრიგებენ სისხლის მიმოქცევას ტვინში, ამცირებენ თავბრუსხვევას, ყურებში ზუზუნს, თავის ტკივილს დეპრესიას, აძლიერებენ სწრაფად  დამახსოვრების უნარს  და სიბერის სხვა ჩივილებსაც შველიან. გინკო აუმჯობესებს სხეულის სისხლით  მომარაგებას და უზრუნველყოფს მოხუცების  ცივი ხელ-ფეხის  გათბობას; ამცირებს სისხლის შედედებას. ჟანგვის საწინააღმდეგო საშუალება - ანტიოქსიდანტია, აკავშირებს თავისუფალ რადიკალებს. ამის საფუძველზე რეკომენდირებულია ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის , ანგინის, გულის  შეტევისა და ინფარქტის პროფილაკტიკისთვის.

გინკო აუმჯობესებს განწყობას, ის აბრკოლებს ვენების გაგანიერებას, წყლულების და ბუასილის წარმოშობას, ნაჩვენებია გარეგანი ხმარებისთვისაც.

თესლი ჩინურ მედიცინაში გამოიყენება ასთმის და  და ლორწოვანი ხველების დროს. ის აძლიერებს თირკმელების ფუნქციას; გამოიყენება შარდის ბუშტის სამკურნალოდ, იხამრება აგრეთვე შარდის  შეუკავებლობის ან ჭარბი შარდვის დროს.